ტაბუცაძისა და ცუცქირიძის ჰეთრიკი, ცენტურიონი მალაღურაძე და საუკეთესო მატკავა

საქართველო-გერმანია 75:12
საქართველო (15-9) მოდებაძე (ხმალაძე 45), ტაბუცაძე, კახოიძე, მალაღურაძე (ლომიძე 45), ლაშხი, მატკავა, ლობჟანიძე (ალანია 52). (1-8) აბულაძე (აბრამიშვილი 41), მამუკაშვილი (ზამთარაძე 41), პაპიძე (აბდალაძე 41), ჭეიშვილი,  მიქაუტაძე (ჩაჩანიძე 49), ცუცქირიძე, საღინაძე, ჯალაღონია (გიორგაძე 55)
11ლ: ტაბუცაძე (3), ჯალაღონია, ლაშხი, მიქაუტაძე, ცუცქირიძე (3), ალანია, მატკავა. 10გ: მატკავა
სინბინი: გიორგაძე
მსაჯი: კრისტიან შერბანი (რუმინეთი)

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი გერმანიის ნაკრებთან დიდი სხვაობით მოიგო – 75:12.

ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 11 ლელო გაუტანეს. აქედან სამ-სამი აკაკი ტაბუცაძისა და გიორგი ცუცქირიძის ანგარიშზეა. ბრწინვალედ ითამაშა მგეზავმა ლუკა მატკავამ, რომელმაც თერთმეტიდან ათი გარდასახვა და ერთი ლელო გაიტანა (25 ქულა). ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

მატკავასთვის ეს პირველი ლელო იყო. ასევე პირველი ლელო მიითვალეს ოთარ ლაშხმა და მიხეილ ალანიამ.

მატჩში მე-100 კეპი მოიხვეჭა ლაშა მალაღურაძემ. ის მეხუთე ქართველი ცენტურიონია.

თამაშის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა ნოდარ ჭეიშვილმა გულისწორს ხელი სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

Возможно, это изображение 6 человек, люди занимаются спортом и на открытом воздухе

Возможно, это изображение 2 человека, люди занимаются спортом и на открытом воздухе

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *