ტაბუცაძის ჰეთ თრიკი და შავი ლომი ფინალში

შავი ლომი-იბერიანსი 41:9
შავი ლომი (15-9) მოდებაძე (მათიაშვილი 60, მოდებაძე 62)), ლაშხი, თაფლაძე, შარიქაძე (ლომიძე 59) , ტაბუცაძე, მატკავა,  პერანიძე (მარგალიტაძე 57);    (1-8) აბულაძე (ხატიაშვილი 57), მამუკაშვილი (ბრეგვაძე 57), პატარაია (ჩხარტიშვილი 41), ჭეიშვილი (გალდავა 70), ბაბუნაშვილი, მამამთავრიშვილი, გაჩეჩილაძე, ივანიშვილი (აფციაური 61).
6ლ: ჭეიშვილი, მამუკაშვილი, ტაბუცაძე (3), ჩხარტიშვილი. 4გ,ს: მატკავა

რაგბი ევროპის სუპერ თასის გათამაშების ნახევარფინალში ქართულმა ფრანჩაიზმა შავი ლომი შინ დაამარცხა ესპანური იბერიანსი 41:9 დაამარცხა.
ჩვენმა გუნდმა თამაში შეცდომებით დაიწყო და ანგარიშში დაწინაურებას 28-ე წუთამდე ვერ ახერხებდა. ამ დროისთვის ესპანური გუნდი 6:3 იგებდა. თუმცა, 30-ე წუთიდან მოყოლებული თამაშის ბოლომდე უპირატესობას შავი ლომი დაეუფლა. ჩვენი მორაგბეები შესანიშნავად ირჯებოდნენ დაცვაში და კონტრშეტევებზე თამაშისას.
30-ე წუთზე თამაშში პირველად დავწინაურდით. ჩვენი მორკინალების მიძალება შავი  ლომის მეორეხაზელმა ნოდარ ჭეიშვილმა ლელოთი დაასრულა. ლუკა მატკავამ გარდასახა – 10:6. ასე დარულდა პირველი ტაიმი.
შესვენების მერე და პირველ ტაიმშიც ბრწყინვალედ ირჯებოდა გარემარბი ოთარ ლაშხი, თუმცა სამი ლელო მეორე გარემარბმა აკაკი ტაბუცაძემ გაიტანა. აქედან ორი მან კონტრშეტევისას, ლამაზად ხელდახელ ბურთაობის შემდეგ მიითვალა.
მიუხადვად იმისა, რომ იბერიანსმა დასაწყისშვე ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა, შავი ლომის უპირატესობა ნელ-ნელა ნაყოფს ისხამდა. მეტოქე საბოლოოდ მე-60 წუთისთვის გავტეხეთ, როცა ანგარიშში 22:9 დავწინაურდით. აქეადან მოყოლებული სტუმრებს ქულის აღების შანსი არ ქონიათ.

Возможно, это изображение 6 человек, люди занимаются спортом и на открытом воздухе
ტაბუცაძისა და ჭეიშვილის გარდა ლელოები შალვა მამუკაშვილმა და შეცვლაზე შესულმა გიორგი ჩხარტიშვილმა გაიტანეს. მატკავამ ოთხი გარდასახა და ერთი საჯარიმოც დაამატა.
ფინალში, რომელიც 17 დეკემბერს გაიმართება, შავი ლომის მეტოქე პორტუგალიურ ლუზიტანუშსა და ისრაელის თელავივ ჰითს შორის გამარჯვებული იქნება. თუ ჰითმა მოიგო, ფინალი თბილისში გაიმართება.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *