მოგეხსენებათ, UFC-ს ყოფილი ჩემპიონი, ტაირონ ვუდლი, იუთბერ ჯეიკ პოლთან საკრივო დაპირისპირებაში დამარცხდა. ბრძოლის შემდეგ, ჯეიკ პოლმა ვუდლის პირდაპირ რინგზე ინტერვიუს დროს უთხრა, რომ რევანშის შესაძლებლობას მისცემდა, თუ ტანზე “მე მიყვარს ჯეიკ პოლს” ამოისვირინგებდა. ვუდლიმ თანხმობა იმ წამსვე განაცხადა, ხოლო დღეს უკვე პირობაც შეასრულა. მან აღნიშნული წარწერა შუა თითზე ამოისვირინგა და ჯეიკ პოლთან რევანშიც გაინაღდა.
ტატუს ფოტო ვუდლიმ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა წარწერით: “მიყვარხარ შვილო, ახლა მოდი და მოემზადე გასალახად, რადგან გავიგე რომ ზურგს უკან ლაპარაკობდი”.