ტაისონ ფიურიმ თავისი ძმის ჯეიკ პოლთან გამარჯვებაზე კოლოსალურად დიდი თანხა დადო

7 აგვისტოს, მედისონ სქუეარ გარდენში, კრივის ახალგაზრდა ვარსკლავების ორთაბრძოლა გაიმართება. ჯეიკ პოლი, კარიერაში მე-6 გამარჯვების მოპოვებას ლეგენდარული ტაისონ ფიურის ძმასთან, ტომი ფიურისთან შეეცდება.

ტაისონ ფიურიმ მისი ძმა გააფრთხილა, რომ თუ ამ ბრძოლაში დამარცხებოდა, კარიერას დაამთავრებინებდა. ბრიტანელი იმდენად არის დარწმუნებული თავისი ძმის გამარჯვებაში, რომ ტომის გამარჯვებაზე ფსონის სახით, 100.000$ დადო. ეს შეიძლება ბევრისთვის დიდი თანხაა, თუმცა არა ჯეიკ პოლისთვის. ამერიკელი მალევე გამოეხმაურა ტაისონის დადებულ ფსონს და მას ინსტაგრამ სთორებიდან მიმართა:

“მშიშარა ფისუნია, შენ გასულ წელს 40 მილიონი გამოიმუშავე და შენი ძმის გამარჯვებაზე მხოლოდ 100.000-ს დებ? ეს ხომ ძალიან ცოტაა – გაზარდე იგი მილიონამდე ან ორ მილიონამდე”

ჯეიკ პოლის შეთავაზება ტაისონმა მიიღო და საპასუხო ვიდეოთი გამოეხმაურა: “ეს არის შეტყობინება ჯეიკ პოლისთვის, ჰეი ჯეკიბოი, გავიგე რომ გინდოდა უფრო დიდი ფსონი გამეკეთებინა ვიდრე 100 ათასი. გინდოდა მილიონი? კარგი ასე იყოს.”

Leave a comment

Your email address will not be published.