ტაპი – ერთ დროს დაუმარცხებელი კაცი სიმსივნემ დაამარცხა

ბერნარ ტაპი გარდაიცვალა… 78 წლის ასაკში, კუჭის სიმსივნით. კაცი-ლეგენდა, რომელსაც ხან რუხ კარდინალს უწოდებდნენ, ხან ფრანგული ფეხბურთის მამას, ხან სასწაულმოქმედს.

ტაპი რვა წლის განმავლობაში იყო მარსელის პრეზიდენტი და შეიძლება ითქვას, მარსელის ყველაფერი! ბიზნესმენი, პოლიტიკური მოღვაწე და ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი.

რა გუნდი შექმნა: ფაქტობრივად, საფრანგეთის ნაკრების ბირთვი, პლუს რუდი ფიოლერი, ალენ ბოქშიჩი, აბედი პელე, მანამდე კრის უოდლი.

ტაპი Adidas-ის კორპორაციის ხელმძღვანელიც იყო სამი წლის განმავლობაში, სანამ დააპატიმრებდნენ. და რატომ დააპატიმრეს, ბევრმა იცის. მარსელმა 1993 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო. ეს იყო ფრანგული კლუბებისთვის ისტორიაში პირველი ევროთასი…

ფინალში სუპერმილანს მოუგეს 1:0 და მალევე დიდი სკანდალი ატყდა: ტაპი და მთლიანად კლუბი თამაშების მაქინაციებში დაადანაშაულეს და ბრალი დაუმტკიცეს კიდეც. ეს მომხდარა მილანთან ფინალამდე, საფრანგეთის ჩემპიონატში ვალანსიენთან მატჩში. ანუ, ვალანსიენი მოისყიდესო.

ტაპი ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს. კლუბი ქვედა დივიზიონში დააქვეითეს. რა თქმა უნდა, ჩემპიონობაც ჩამოართვეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *