ტატო გრიგალაშვილის წარმატებული სტარტი

ოლიმპიადაზე გრძელდება ძიუდოს ტურნირი. მე-4 საჭიდაო დღეს საქმეში ტატო გრიგალაშვილი ჩაერთო.

81-კგ წონით კატეგორიაში ქართველი ფალავანი განთესილთა შორის მოხვდა და მეორე ეტაპიდან ჩაერთო ტურნირზე.

1/16 ფინალში ტატომ იოლად სძლია ტაჯიკ აკჰმელ მურადოვს და მერვედფინალში გააღწია.

გრიგალაშვილმა პირველივე წუთზე მეტოქე ვაზარიზე დაააგდო, ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 1:30 წუთით ადრე მეტოქეს მტკივნეული ილეთი შეუსრულა(ჯიჯი გატამე) და ნაადრევად დანებება აიძულა.

null

1/8 ფინალში ქართველის მეტოქე სამხრეთ კორეელი სუნგჰო ლი იქნება.

წელს ძიუდოსიტები ერთმანეთს ერთხელ უკვე შეხვდნენ – დოჰას მასტერსის 1/2 ფინალში ტატომ იოლად დაამარცხა მეტოქე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *