81 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით აგრძელებს ასპარეზობას ტატო გრიგალაშვილი.
ქართველმა ძიუდოისტმა 1/8 ფინალში იოლად სძლია სამხრეთ კორეელ სუნგჰო ლის და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა. ლი ფრთხილობდა და გაურბოდა მეტოქესთან ახლოს მისვლას. ქართველი დამაჯერებლად ჭიდაობდა და თავის შანს ელოდებოდა.
ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ტატო მეტოქეს შეეკრა, სარმა გამოსდო და სუნგჰო იპონზე დააგდო.
ოლიმპიადის მეოთხედფინალში ტატოს მეტოქე მონღლეთის სახელით მოასპარეზე ირანელი ძიუდოისტი საედ მოლაეი იქნება.
გრიგალაშვილი მოლაეისთან სამი მატჩ აქვს გამართული, საიდანაც 1 მოიგო და 2 წააგო.