ტატო გრიგალაშვილი უმედლოდ დარჩა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბელგიელ კასესთან იპონით წააგო… ეს 81 წონით კატეგორიაში.
ტატო მეოთხედფინალამდე დამაჯერებლად მივიდა, იქ კი მონღოლ საედ მოლეისთან დამარცხდა მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებით. შემდეგ ტატომ რეპეშაჟში ერთი ბრძოლა მოიგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბელგიელთან ვერაფერი მოახერხა.
სხვათა შორის, ბელგიელი კასე ამ წონაში ნომერ პირველ ფავორიტად ითვლებოდა, ხოლო N 2 ფავორიტად გრიგალაშვილი მიიჩნეოდა.
ჩემპიონი კი ისევ იაპონელი გახდა. ტაკანორი ნაგასემ მონღოლი გაამწარა ფინალში…
წარმოიდგინეთ, 4 წონითი კატეგორია და 4-ივეში იაპონელები გახდნენ ჩემპიონები.