„ტაჯიკეთი საქართველოს მაგონებს თავისი ეგზოტიკით, ლამაზი პეიზაჟებითა და თბილი ხალხით“ – ეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტარ სეგრტმა თქვა.
გახსოვთ სეგრტი? ხორვატი სპეციალისტი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა საქმიანობდა. პეტარ სეგრტი კლაუს ტოპმიოლერმა ჩამოიყვანა, ჯერ იყო 21-წლამდელთა ნკარების მწვრთნელი, მერე კი ორ შეხვედრაში ეროვნული ნაკრებიც გაწვრთნა: 2008 წელს, ესტონეთთან 1:1, პორტუგალიასთან 0:2 – ამხანაგურებში.
სალმიანი და ემოციური კაცი იყო. საკმარისია, ერთხელ დაენახე, გიცნობდა, ისე ჩაგეხუტებოდა და მოგიკითხავდა…
ახლა კი სეგრტი ტაჯიკეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს.
„აზიაში ეს საუკეთესო ადგილია, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ“ – თქვა სეგრტმა, რომელიც მუშაობდა ინდონეზიის კლუბებში, ავღანეთისა და მალდივის კუნძულების ნაკრებებში მთავარ მწვრთნელად.
აი, ეგზოტიკა… მისი თანაშემწე იყო საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი გელა შეყილაძე.