ტეიტუმი:“ვიცი როგორ ვითამაშო კალათბურთი“

რამდენიმე დღის წინ „ბოსტონის“ კალათბურთელმა მარკუს სმარტმა საქვეყნოდ გააკრიტიკა თავისი თანაგუნდელები და აღნიშნა რომ, ჯეისონ ტეიტუმი და ჯეილინ ბრაუნი ეგოისტურად თამაშობენ, პასებს არ იძლევიან და ხელს უშლიან „სელტიქსის“ სხვა კალათბურთელებს, რათა კომბინაციური კალათბურთი ითამაშონ.

თანაგუნდელის ამ რეპლიკას გამოეხმაურა ჯეისონ ტეიტუმი:“ვიცი, როგორც უნდა ვითამაშო კალათბურთი. დიდი ხანია რაც კალათბურთის თამაში დავიწყე და მემგონი საკმაოდ წარმატებითაც გამომდის ამ საქმის კეთება.

რათქმაუნდა, მე თავს იდეალურად არ ვთვლი. მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ როგორი წარმატებულიც არ უნდა ვიყო, მაინც ძალიან კარგად მესმის, რომ არსებობს ბევრი საკალათბურთო ნიუანსი, რომელშიც შემიძლია უკეთესი გავხდე. არავის მითითება არ მჭირდება, ძალიან კარგად ვიცი თუ რა ასპექტზე მაქვს სამუშაო“.

null

მარკუს სმარტის სახალხო კომენტარის შემდეგ, „ბოსტონის“ კალათბურთელებმა კრება ჩააატარეს, ინსაიდერების ინფორმაციით კი, ამ კრებამ პოზიტიური არაფერი მოუტანა „სელტიქსს“, პირიქით, უფრო დაიძაბა ურთიერთობა გუნდის ლიდერებს და სხვა კალათბურთელებს შორის.

დღეს გამთენიისას, „ბოსტონმა“ მორიგი მატჩი წააგო NBA-ს რეგულარულ გათამაშებაში – ემე უდოკას გაწვრთნილი გუნდი „დალასთან“ დამარცხდა 104:107. შეხვედრის უკანაკნელ წამზე გამარჯვების მომტანი ტყორცნა ლუკა დონჩიჩმა შეასრულა.

„სელტიქსში“ კრიზისი გრძელდება – 10 ნათამაშები მატჩის შემდეგ გუნდის ანგარიშზე 4 მოგება და 6 მარცხია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *