„ტენერიფე“ დებიუტანტთან განადგურდა

წარუმატებელი გამოდგა ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა გიორგი შერმადინისთვის და მისი „ტენერიფესთვის“. თრუს ვიდორეტას გაწვრთნილი გუნდი ACB ლიგის დებიუტანტ – „ბრეოგანს“ ესტუმრა და 19 ქულიანი სხვაობით განადგურდა 73:92.

null

გიორგი შერმადინი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ, პარკეტზე 24:14 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 9 ქულა (10-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო) და 8 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) მოუტანა.

„ბრეოგანის“ რიგებში გაიბრწყინა ნბა-დან დაბრუნებულმა ჯანან მუსამ, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში 25 ქულა ჩააგდო და ფაქტობრივად მარტომ მოიგო თამაში.

null

ბოსნიელმა სნაიპერმა პერიმეტრიდან 4-ჯერ ესროლა სამქულიანი და ოთხივე ჩააგდო, საშუალო დისტანციებიდან კი 71%-იანი მაჩვენებლით უტევდა „კუნძულელთა“ კალათს(7-ში 5).

ბრეოგანმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგო (25:19, 23:22, 20:14, 24:18) და სათავეში ჩაუდგა სატურნირო ცხრილს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *