ჩელსის ლეგენდა ჯონ ტერი, თავის მომხიბლავ მეუღლე ტონისთან ერთად ეგზოტიკურ მოგზაურობაშია და მშვენივრადაც ისვენებს.
წყვილმა, ცხადია, სოციალურ ქსელებშიც გამოაქვეყნა ფოტოები. აი, ტერი, საცურაო შორტებში და მზის სათვალით. იქით შესანიშნავი ხედები.
მაგრამ ვინ იყო ამ კამპანიის მთავარი გმირი, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ტონი. ერთ ფოტოში ის აბაზანაში მთლად შიშველია, სარცხვინელ ადგილებს კი საპნის ბუშტები და ქაფი უფარავს. მეორეგან შილიფი ბიკინი მოურგია.
ამან ფრიადი აფუსფუსება გამოიწვია მის ინსატგრამ გამომწერებში, რომელთა რიცხვი 352 ათასი ყოფილა.
ფოტოებს 63 ათასი მოწონება და 100 ათასი კომენტარი დაერთო.