ბარსელონას რომ ფინანსური სირთულეები აქვს, ახალი ამბავი არ არის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან გამოთხოვებას არ აპირებენ.
კატალონიურმა გრანდმა მეკარეს ამის შესახებ უკვე შეატყობინა.
ბარსელონას მენეჯმენტი და ხავი თანხმდება, რომ გერმანელი კლუბისთვის საკვანძო ფეხბურთელია. დიარიო სპორტის ინფორმაციით, ამ საკითხს კითხვის ნიშანი არავის დაუსვამს..
ამავე წყაროს ცნობით, ხელშეუხებელთა სიაში კიდევ ეს ფეხბურთელები არიან: არაუხო, გავი, ნიკო გონსალესი, პედრი და ანსუ ფატი.