2022 წელს ჩაფულიანებული ნიუკასლი 2022 წელს პირველი ბარსელონას გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შეიძენს.
ნიუკასლმა მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვა სტივ ბრიუსი და უკვე გამონახა ახალი თავკაცი ედი ჰოუი, რომელსაც იანვარში მეპატრონეები ტრანსფერებისთვის გვარიან თანხას გამოუყოფენ.
ბარსელონას პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას კი ტერ შტეგენის გაყიდვა არ უნდა. გერმანელი ჩინებული მეკარეა და გუნდში დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ამის პარალელურად არსებობს ფინანსური კრიზისი, რომელიც კატალონიას მძიმედ შეეხო და რომელმაც შეიძლება კატალონიურ კლუბს რამდენიმე ცნობილი მოთამაშის გაყიდვა აიძულოს.
ამბობენ, რომ 29 წლის მეკარეში ნიუკასლი ბარსას მის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს შესთავაზებს.
„ჯორდები“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაღებას მოუთმენლად ელიან. მოგეხსენებათ, პრემიერლიგის კლუბი ოქტომბერში საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდმა შეიძინა, რაც ბევრ, ძალიან ბევრს ფულს ნიშნავს.