კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის გავრცელებასთან დაკავშირებით, პრემიერლიგის კლუბებმა ახალი რეგულაციები მიიღეს. ამიერიდან უახლოესი კვირების განმავლობაში, საწვრთნელ ბაზაზე შესვლამდე ყველა ფეხბურთელსა და გუნდის პერსონალს, საკუთარი მანქანიდან გადმოუსვლელად ჩაუტარდება ტესტები და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეუშვებენ ობიექტზე.
ასევე სავალდებულო იქნება კვირაში ორჯერ PCR ტესტის ჩატარებაც.
რაც შეეხება სტადიონებზე საშობაოდ მაყურებლების არდაშვებას, მთავრობა ჯერჯერობით თავს იკავებს რადიკალური ზომებისგან. ასევე გაგრძელდება თუ სიტუაცია უკონტროლო არ გახდა.