ჩელსისა და ტიაგო სილვას შორის შეთანხმება შედგა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბში 2024 წლამდე დარჩება.
კონტრაქტის პირობები ახლა მზადდება და მხოლოდ ხელის მოწერა დარჩა, რასაც ტიაგომ მწვანე შუქი აუნთო. ჯერ ყველაფერი ვერბალურ დონეზეა.
ოფიციალურადაც მალე დადასტურდება, რადგან სილვა, მოედანსა თუ გასახდელში, კლუბის ნამდვილი ლიდერია…