ტიერი ანრი: მესი ნაკლებად არის პსჟ-ს შეტევებში ჩართული

Barcelona´s Argentinian forward Lionel Messi (R) celebrates with teammate French forward Thierry Henry after scoring against Manchester United during the final of the UEFA football Champions League on May 27, 2009 at the Olympic Stadium in Rome. AFP PHOTO / CHRISTOPHE SIMON (Photo credit should read CHRISTOPHE SIMON/AFP via Getty Images)

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ, ლეო მესიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაურისიო პოჩეტინომ მას როლი უნდა შეუცვალოს.

“მესი მოწყვეტილია გუნდს და ბურთი იშვიათად მისდის. ამით იმას არ ვამბობ, რომ პსჟ-ში თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ ფაქტია ლეო იზოლირებულია. ვფიქრობ მესი ცენტრში თამაშის შემთხვევაში უფრო სასარგებლო იქნებოდა. 

პსჟ-ში აუცილებლად უნდა იპოვონ გამოსავალი. მესი მოწყვეტილია გუნდის შეტევებს და ეს ცხადია ცუდია. იმედია სიტუაცია გამოსწორდება და არგენტინელი ოპტიმალურ ფორმას დაიბრუნებს.”-ციტირებს ფრანგის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ მესი და ანრი ერთად ბარსელონაში 2007-10 წლებში თამაშობდნენ და გვარდიოლას ხელმძღვანელობით ამ მოკლე ხანში ყველა ტიტული მოიგეს რაც შეეძლოთ.

მესი პსჟ-ში წელს ზაფხულში გადავიდა. 34 წლის მეგავარსკვლავმა ფრანგთა მაისურით ყველა ტურნირზე 7 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, აღსანიშნავია, რომ 3-ვე ჩემპიონთა ლიგაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *