ტიტემ ბრაზილიის ნაკრები დატოვა

ტიტე ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამის შესახებ TNT Sports-ი იუწყება. ეს ამბავი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ხორვატიასთან მარცხით არის გამოწვეული.

ტიტემ ბრაზილიის ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. მან 2018 წლის მუნდიალზე გუნდი 1/4 ფინალში გაიყვანა, სადაც ბელგიასთან დამარცხდა, წელს კი ამავე ეტაპზე ხორვატიასთან წააგო. ტიტეს ხელში ბრაზილიამ კოპა ამერიკის ფინალშიც ითამაშა, სადაც სადაც ტიტული არგენტინასთან დათმო.

აღშ]სანიშნავია, რომ 2006 წლიდან მოყოლებული, ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ევროპელებთან ყოველთვის მარცხდება. 2006 წელს გუნდმა 1/4 ფინალში საფრანგეთთან წააგო, 2010-ში კვლავ 1/4 ფინალი და ნიდერლანდებთან წაგება, 4 წლის შემდეგ 1/2 ფინალში გერმანიასთან მარცხი, 2018-ში ისევ 1/4 ფინალი და ბელეგიასთან წაგება, წელსაც ამავე ეტაპზე გუნდი ხორვატიასთან დამარცხდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *