ბრაზილია-არგენტინა. წინ კოპა ამერიკის ფინალია… სელესაოს მწვრთნელმა ტიტემ ლეო მესის განეიტრალების თემაზე ისაუბრა. უფრო სწორად, ჯერ სხვამ ილაპარაკოს და მერე მე ვიტყვიო – ორიგინალურად გამოუვიდა.
„ვიცი, როგორ უნდა მივუდგეთ მესის, მაგრამ არ ვიტყვი.თუ არგენტიელები იტყვიან, როგორ აპირებენ ნეიმარის წინააღმდეგ თამაშს, მაშინ მეც გავამხელ. თანამედროვე ფეხბურთის ორი კერპი ითამშებს ერთმანეთის წინააღმდეგ. მესიზე და ნეიმარზე საუბარი იგივეა, სრულყოფილებაზე საუბრობდე. ისინი ფიზიკურად, ტექნიკურად, მენტალურად და კრეტიულად განუზომლები არიან. დიდი შოუ გველოდება“.
არგენტინას 14-ჯერ აქვს მოგებული კოპა და ბოლოს ეს 1993 წელს მოახერხა. ბრაზილიას კი 9 ტიტული აქვს – ბოლოს 2019-ში.