“ტიტული რომ ვახსენე, იცინოდნენ… ახლა აღარ იცინიან”

LONDON, ENGLAND - OCTOBER 01: Oleksandr Zinchenko celebrates Arsenal's 2nd goal during the Premier League match between Arsenal FC and Tottenham Hotspur at Emirates Stadium on October 01, 2022 in London, England. (Photo by David Price/Arsenal FC via Getty Images)

უკრაინელი ოლექსანდრ ზინჩენკო ერთ-ერთი საუკეთესო იყო არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედის მაგარ მატჩში… მეთოფეებმა 3:2 მოიგეს და ექსპრესივით არიან, დამაჯერებლად ლიდერობენ პრემიერლიგას.

ზინჩენკომ საინტერესო რამ თქვა:

„როცა სიტიდან არსენალში წავედი, მივხვდი: ამ გუნდშიც ყველაფერი იყო საიმისოდ, რათა ტიტულები მომეგო, რაღაც დიდისთვის მიგვეღწია. გასახდელში ახალ თანაგუნდელებს ვუთხარი: „ბიჭებო, დაივიწყეთ სამეულზე ლაპარაკი. ტიტულზე უნდა ვიფიქროთ“. ზოგიერთებმა სიცილი დაიწყეს, მაგრამ ახლა არავინ არ იცინის. ყველანი ვხედავთ, რომ ეს რეალობაა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი თამაშია. მანჩესტერ იუნაიტედი დაბრუნდა, სიტი აგრძელებს ბრძოლას. მოდით ვნახოთ, რა მოხდება“.

ზინჩენკომ თქვა, კონკრეტულად მანჩესტერ იუნაიტედთან თამაშამდე როგორ გაამხნევა თანაგუნდელები:

„მათ ვუთხარი: „როცა პენსიაზე გავალთ, არ ვინანოთ რომ ასეთი შესაძლებლობით ვერ დავტკბით“. მენტალიტეტი და სული მთავარი ფაქტორია. სწორ გზაზე ვდგავართ“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *