ტკივილი უკან მხარეს

ლივერპულმა 6:0 მოუგო ლიდსს და მანჩესტერ სიტის 3 ქულითღა ჩამორჩება. წინა თვეში პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბევრს დასრულებული ეგონა, მაგრამ ახლა ერთი მოგების სიშორეზეა. ლივერპულმა ზედიზედ მეცხრე თამაში მოიგო.

ცალკეული მიღწევები: მოჰამედ სალაჰმა გოლი+პასის ნიშნულზე ორნიშნა რიცხვს მიაღწია ამ სეზონში. მიმდინარე პრემიერლიგაში პირველმა მან მოახერხა ეს. 19 გოლი და 10 საგოლე პასი.

ვირჯილ ვან დეიკს ლივერპულში არასოდეს წაუგია საშინაო მატჩი. ეს 59-ე წაუგებელი იყო: 51 მოგება, 8 ფრე… პლუს, ვან დეიკმა გოლი გაუტანა ლიდსს. ნიდერლანდელი გაუთანაბრა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ ფლანგელს ლი შარპს: მასაც 59 წაუგებელი თამაში ჰქონდა შინ. სავარაუდოდ, ვან დეიკი მოხსნის ამ რეკორდს.

და ისევ სიტი-ლივერპულის კონკურენციაზე. ხოსეპ გვარდიოლამ ერთი კვირის წინ თქვა, ლივერპული ისეა როგორც უკან მხარეს ტკივილიო. ამით კომპლიმენტები უძღვნა წითლებს – არ გვასვენებენო… (LiverpoolEcho)

„პეპმა თქვა, რომ ლივერპული უკან მხარეს ტკივილს ჰგავს? კარგი აღწერაა, ასეც უნდა იყოს. ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას. მაგრამ არ ვიცი, ეს როდის მოხდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ სეზონში გადამწყვეტი მომენტები მაისშია და არა მარტსა და აპრილში“.

Leave a comment

Your email address will not be published.