ტკივილი, შეცვლა… კვარაცხელია და ჯოვინო პირველ ტაიმში შეცვალეს…

ხვიჩა კვარაცხელია სიონი-დინამო ბათუმის დინამოს მატჩის დროს შეცვალეს. ასევე ჯოვინო ფლამარიონიც. ორივე მათგანს ფეხი სტკიოდა.

38-ე წუთზე ფლამარიონი თორნიკე გაფრინდაშვილმა  შეცვალა, ხოლო 42-ე წუთზე კვარაცხელიას ნაცვლად გიორგი ფანცულაია შევიდა. ჯოვინოს დაზიანება შედარებით რთული ჩანდა, თუმცა ხვიჩაც ცოტა კოჭლობდა.

კვარაცხელიას თამაშის დასაწყისში შეეჯახნენ, მერეც იყო მის მიმართ ჯარიმა, როცა ივან ფოცხვერიამ წააქცია და ყვითელი ბარათიც მიიღო.

Leave a comment

Your email address will not be published.