ტომას ტუხელი: დამსახურებულად მოციგეთ, შეგვეძლო კიდევ გაგვეტანა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ჩელსიმ ლილს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ მატჩი ლონდონელთა თავკაცმა ტომას ტუხელმა შეაფასა.

“კარი მშრალად კიდევ ერთ მატჩში შევინახეთ, რაც ძალიან მახარებს. შევეცადეთ ლილისთვის მომენტების შექმნის საშუალება არ მიგვეცა, ეს საკმაოდ რთული იყო. ამ შეხვედრაში როგორც კარგი, ასევე ცუდი ეპიზოდები გვქონდა. მჭიდრო და ინტენსიური მუშაობა გავწიეთ, რთული შეხვედრა გამოვიდა და ვფიქრობ დამსახურებულად მოვიგეთ. შეგვეძლო მესამე გოლიც გაგვეტანა და 3:0 მოგვეგო.” – განაცხადა ტუხელმა.

ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 16 მარტს საფრანგეთში გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.