პრემიერლიგის მე-5 ტურში ჩელსი ტოტენჰემს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ნგოლო კანტე გახლდათ, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მატჩის შემდეგ ფრანგ საყრდენზე ტომას ტუხელმა ისაუბრა.
“სათადარიგო სკამზე კანტეს ყოფნა დიდი ფუფუნებაა. ის საუკეთესო ვარიანტია თამაშის შესაცვლელად. ნგოლოს უნიკალური თვისებები აქვს იმისთვის, რომ შეხვედრის მიმდინარეობაზე გავლენა იქონიოს. ჩვენ მეტი კომპაქტურობა გვსურდა, რათა თამაში მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა. ნგოლომ დაკისრებულ მოვალეობას თავი იდეალურად გაართვა.
კანტე უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მსგავს მოთამაშეს ყველა მწვრთნელი ეძებს. დიდი შრომა, ტექნიკა, ბურთის ართმევა, ინტენსივობა… მას ყველაფერი აქვს, ნგოლოს ხშირად გოლებიც გააქვს.
კანტეს ვუყურებ ვარჯიშზე და ვერ ვიჯერებ იმდენად კარგია. ჟორჟინიომ და კოვაჩიჩმა ნახევარდაცვაში კარგად ითამაშეს, თუმცა კანტემ ჩვენს თამაშს სულ სხვა მუხტი შესძინა. ის უბრალოდ ფანტასტიკურია.”-განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
კანტე ჩელსიში 2016 წლის ზაფხულში ლესტერიდან გადავიდა. არისტოკრატებთან ერთად მან თითქმის ყველა ტიტული მოიგო და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია. დიდი ხანია, რაც მისი გადაბირება პსჟ-ს და რეალს სურთ, თუმცა როგორც ხედავთ, ნგოლო კვლავაც ჩელსისთვის ირჯება.