ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ტიაგო სილვაზე ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა ფეხბურთელისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. შეგახსენებთ, რომ ჩელსიმ სილვას კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
“სილვა რაც ასაკში შედის, მით უფრო კარგი ხდება. იგი ბენჟამინ ბატონივითაა. ტიაგო ფეხბურთის ბენჟამინ სილვაა. ვიცი თუ რამხელა შრომა და პროეფსიონალიზმია მისი კარიერის მიღმა. ის გადმოვიდა ჩემპიონატში, სადაც მაღალი ტემპი, დიდი ინტენსივობა და თამაშების მჭიდრო გრაფიკია. ამ ასაკში სილვასგან ეს სასწაულია. ტიაგო ამ ყველაფრის გამო დაფასებას იმსახურებს. მე ვიცი თუ როგორ მუშაობს იგი მოედნის გარეთ, როგორ იკვებება, როგორ ისვენებს, რათა ძალები აღიდგინოს. ეს წარმოუდგენელია.
გვიხარია, რომ სილვასთან ახალი კონტრაქტი გავაფორმეთ, ის ამას იმსახურებს. განახლებული ხელშეკრულებით სილვა მშვიდად არის, რაც ძალიან გვიხარია. ტიაგო მშვიდად უნდა იყოს, რადგან ის ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ადამიანია. იგი გუნდისთვის როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში მნიშვნელოვანი ფიგურაა.”-განაცხადა ტუხელმა ჩელსის ოფიციალურ საიტთან საუბრისას.
სილვა ჩელსის 2020 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ტომას ტუხელთან ერთად პირველივე მცდელობაზე ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 37 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ჩელსი პრემიერლიგაში 43 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ სიტის 10 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლონდონელები ლილს შეხვდებიან.