ტომაშ სატორანსკი ევროპაში ბრუნდება

“ვაშინგტონ ვიზარდსის” გამათამაშებელი ტომაშ სატორანსკი (30 წლის, 201 სმ) NBA-ში გატარებული 6 სეზონის შემდეგ ევროპულ კალათბურთს უბრუნდება. ჩეხეთის ნაკრების უკანახაზელი 4 წლიან კონტრაქტს აფორმებს კატალუნიის “ბარსელონასთან”.

ივნისის თვის ბოლოს ტომაში ოფიციალურად გახდება თავისუფალი აგენტი და ამის შემდეგ გაოფიციალურდება ტრანსფერი.

null

შეგახსენებთ, რომ სატორანსკი “ვაშინგტონში” “სან ანტონიომ” გაცვალა მიმდინარე წლის 28 თებერვალს და ფაქტიურად წინასწარ იყო ცნობილი, რომ ჩეხი უკანასკნელ სეზონს ატარებდა ამერიკულ-კანადურ ლიგაში. ტომაშის მიმართ აქტიურ ინტერესს იჩენდა ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი “ანადოლუ ეფესი”, თუმცა ბოლო მომენტში ჩეხმა კალათბურთელმა მაინც “ბარსელონაში” გადასვლა არჩია, იმ გუნდში, სადაც 2 სეზონი გაატარა, სანამ NBA-Sში სათამაშოდ წავიდოდა (NBA-ში წავიდა 2016 წელს).

NBA-ში გატარებული 6 სეზონის განმავლობაში სატორანსკიმ “ვაშინგტონ ვიზარდსის”, “ჩიკაგო ბულზის”, “ნიუ ორლეან პელიკანსის” და “სან-ანტონიო სპურსის” ღირსება დაიცვა. ჩეხმა გამტამაშებელმა ჯამში 404 მატჩი ითამაშა, მისი საშუალო სტატისტიკა კი ასე გამოიყურებოდა – 6.6 ქულა, 3.9 პასი და 2.8 მოხსნა.

null

ტომაშ სატორანსკის “ბარსელონაში” გადასვლამ ფაქტიურად გამოიწვია ნიკ კალატესის გუნდიდან წასვლა. ბერძენ კალათბურთელს ცუდი ურთიერთობა აქვს კლუბის მთავარ მწვრთნელ შარუნას იასიკევიჩუსთან და მხარეებმა მოლაპარაკება დაიწყეს კონტრაქტის ნაადრევ გაწყვეტაზე (კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში გასდის).

თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და კალატესი თავისუფალი აგენტი გახდა, ასეთ შემთხვევაში ბერძენის მიმართ ძალიან დიდ ინტერესს იჩენს თურქული “ფენერბაჰჩე”, რომელმაც ერთი “დიდი ტრანფერი” უკვე განახორციელა – “თელავივის მაკაბიდან” გადაიყვანა სკოტი ვილბეკინი.

null

Leave a comment

Your email address will not be published.