ავსტრალიური რაგბის ლეგენდა და ტონგას ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტოუტაი კეფუ მძარცველებმა მუცლის არეში დაჭრეს. ინციდენტი კანბერაში, ღამის სამ საათზე მოხდა. სამი მამაკაცი კეფუს ოჯახს თავს დაესხა. ლეგენდარულმა მორაგბემ ოჯახის წევრების დასაცავად ყველაფერი იღონა. ჩხუბი ატყდა, რომლის დროსაც ის ერთ-ერთმა თავდამსხმელმა დანით მუცლის არეში დაჭრა.
პოლოციამ სამი მძარჩველიდან ორის დაკავება მალევე შეძლო. მესამე კი, მიიმალა. კეფუ საავადმყოფოში გადაიყავენეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაზიანებები მიიღეს და ასევე საავადმყოფოში მკურნალობენ კეფუს მეუღლე, ვაჟი და ქალიშვილი.
“თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ დღეს დილით. ახლა ჩვენ ტოუტაისათვის და მისი ოჯახისთვის ვლოცულობთ. ტოუტაი კეფუ რაგბის ლეგენდაა – უდრეკი მებრძოლი მოედანზე და მის მიღმა” – დაწრა თავისი ტვიტერის გვერდზე ავსტრალიის რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა ენდი მარინოსმა.