ტონი კროოსი: ასეთი საკითხები დახურულ კარს მიღმა წყდება

მადრიდის რეალმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ალ-ჰილალი 5:3 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ტონი კროოსს მის მომავალთან დაკავშირებით ჰკითხეს.

“ნებისმიერ შემთხვევაში კლუბთან ყოველთვის ვიკონტაქტებ. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი საკითხები დახურულ კარს მიღმა წყდება. როცა ოფიციალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შესახებ აუცილებლად გაიგებთ. 

როდის გადაწყდება ყველაფერი? არ ვაპირებ ამ საკითხს თვეები მოვანდომო. მე მშვენიერი ურთიერთობა მაქვს მადრიდის რეალთან და სისულელეს არცერთი გავაკეთებთ.” – განაცხადა კროოსმა.

ტონი კროოსს სამეფო გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ გერმანელმა კარიერა შესაძლოა სწორედ ზაფხულში დაასრულოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *