ტონი კროოსი: ვის ვუგულშემატკივრებ ფინალში? გულწრფელი ვიქნები…

ALMERIA, SPAIN - AUGUST 14: Toni Kroos of Real Madrid looks on during the LaLiga Santander match between UD Almeria and Real Madrid CF at Juegos Mediterraneos on August 14, 2022 in Almeria, Spain. (Photo by Fran Santiago/Getty Images)

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ახლოვდება და ამ მატჩთან დაკავშირებით ტონი კროოსმა ისაუბრა. მან უპასუხა კითხვაზე თუ ვისკენ იქნება გადამწყვეტ მატჩში.

“ვისკენ ვიქნები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში? თუ პირად მიზეზებზე ვისაუბრებთ, საფრანგეთის ნაკრებში ჩემი ორი გუნდელი თამაშობს, ჩუამენი და კამავინგა. თუ ობიექტურად მივუდგებით, გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ კარგი იქნება თუ მესის კარიერის მქონე ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონი გახდება.” – ციტირებს კროოსის სიტყვებს Real Total-ი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინის და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი 18 დეკემბერს 19:00-ზე გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *