ტოპ-ხუთეული! 1. ზომერი, 2. მამარდაშვილი…

Sofascore და Whoscored-ის მონაცემებით, გიორგი მამარდაშვილი გასულ ტურში ლა ლიგაში საუკეთესო მეკარე იყო. მეტიც, ესპანური SuperDeporte-ს ცნობით, ტოპ-5 ჩემპიონატი მთლიანად რომ ავიღოთ, მხოლოდ გლადბახის შვეიცარიელ იან ზომერს ჩამორჩა. ზომერმა მაგრად ითამაშა ბაიერნთან (1:1), ბევრი რთული ბურთი მოიგერია.

გიორგის ხეტაფესთან თამაში: Sofascore (8,1) და Whoscored (7,8).

ესპანელები მამარდაშვილის კიდევ ერთ პლუსს აღნიშნავენ: გამოსვლაზე მუშტებით კარგ თამაშს, რაც ვალენსიას მეკარეებს ბოლო წლებში აკლდათ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *