ზამთარში ხმაურიანი ტრანსფერები ნაკლებად ხდება – ეს ზაფხულის გეგმებში უფროა. მიხაილ მუდრიკის ტრანსფერი გამონაკლისია – ჩელსიმ 70+30 მილიონი ევრო გადაიხადა და 22 წლის ფეხბურთელი ზამთრის ყველაზე ძვირადღირებულებში მე-4 ადგილზე გავიდა…
1) ფილიპე კოუტინიო (ლივერპულიდან ბარსელონაში) – 135 მილიონი ევრო.
2) ვირჯილ ვან დეიკი (საუთჰემპტონიდან ლივერპულში) – 84.7 მილიონი
3) დუშან ვლაჰოვიჩი (ფიორენტინადან იუვენტუსში) – 81.6 მილიონი
4) მიხაილ მუდრიკი (შახტარიდან ჩელსიში) – 70 მილიონი
5) აიმერიკ ლაპორტი (ატლეტიკიდან სიტიში) – 65 მილიონი
6) კრისტიან პულისიკი (დორტმუნდიდან ჩელსიში) – 64 მილიონი
7) პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდიდან არსენალში) – 63.8 მილიონი
8) ბრუნო ფერნანდეში (სპორტინგიდან მანჩესტერში) – 63 მილიონი
9-10) დიეგო კოსტა (ჩელსიდან ატლეტიკოში) – 60 მილიონი
9-10) ოსკარი (ჩელსიდან შანხაიში) – 60 მილიონი