იტალიური საიტები Calcio e finanza-ზე დაყრდნობით წერენ, რომ სერია აში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მატეის დე ლიხტია. იუვენტუსის ნიდერლანდელი მცველი ოფიციალურად კონტრაქტით 8 მილიონ ევროს იღებს წელიწადში, მაგრამ ბონუსებით თითქმის 12 მილიონამდე აღწევს…
ზაფხულამდე პირველი, ძნელი გამოსაცნობი არაა, კრიშტიანუ რონალდუ იყო. თუმცა პორტუგალიელი ხომ მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა.
და ისე, ბონუსების გარეშე, საბაზისო კონტრაქტით სერია ა-ში ყველაზე ბევრს იღებენ. ტოპ-13:
მატეის დე ლიხტი (8,0)
კრისტიან ერიქსენი (7,5)
პაულო დიბალა (7,3)
აარონ რემზი (7)
ადრიენ რაბიო (7)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (7)
ალექსის სანჩესი (7)
არტურო ვიდალი (6,5)
ლეონარდო ბონუჩი (6,5)
ვოიცეხ შჩესნი (6,5)
კალიდუ კულიბალი (6)
ალექს სანდრო (6)
ლაუტარო მარტინესი (6)