ტოპ 5 ლიგა – მხარდაჭერა უკრაინას! [ფოტოები]

 

შაბათს, ყველა ძლიერმა საფეხბურთო ლიგამ (პრემიერლიგა, ლა ლიგა, სერია ა, ბუნდესლიგა და ლიგა1) მხარდაჭერა უკრაინას გამოუცხადა. სანამ შეხვედრები გაიმართებოდა, მანამდე ეს პერფორმანსი ვიხილეთ

სიტის ფეხბურთელებს უკრაინის დროშა ეხატათ და მასიურზე ეწერათ – “არა ომს”

ევერტონის ფეხბურთელებს უკრაინის დროშა ჰქონდათ შემოხვეული

ემოციური მომენტი – ზინჩენკო და მიკოლოენკი ერთმანეთს გადაეხვივნენ.

მანჩესტერის ფეხბურთელები, რალფ რაგნიკის მეთაურობით, მოედანზე ბანერით გამოჩნდნენ, სადაც მშვიდობას მოითხოვენ…

კრისტალ პალასმა მხარდაჭერა უკრაინას გამოუცხადა.

მათი ქეშმა, როდესაც გოლი გაიტანა, მაისურზე ტომას კენჟერს მხარი დაუჭირა: “მაგრად დადექი, ძმაო”

ბაიერნისა და აინტრახტის შეხვედრა უკრაინის დროშაში გამოსახული მშვიდობის მტრედით დაიწყო, ბანერებზე კი პუტინს გაჩერებისკენ მოუწოდებენ…

ბუნდესლიგაში ყველა თამაში წუთიერი დუმილით დაიწყო.

ბაიერნს ლევანდოვსკიმ უკაპიტნა, რომელსაც სამკლავურის ფერები უკრაინის დროშის ფერებში ჰქონდა გაფორმებული…

ეს უნიონ ბერლინია და მშვიდობას ითხოვს…

 

ფიურტისა და კიოლნის მატჩი…

ჰოფენჰაიმი და შტუტგარტი

ლევერკუზენი – არმინია

ემპოლი – იუვენტუსი

მილანი – უდინეზე – წუთიერი დუმილი

 

ატლეტიკომ მხარდაჭერა უკრაინას გამოუცხადა და ომის შეწყვეტა მოითხოვა

ლა ლიგამ ყველა ტურში პერფორმანსი “არა ომს” გამართა. ყველა მატჩში, ანგარიშის გვერდზე ეს წარწერაა.

პსჟ – სენტ ეტიენი

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *