ფერნანდო ტორესი კვლავ ატლეტიკოსთვის გაირჯება. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ესპანელმა როხიბლანკოს 19 წლამდელთა გუნდი ჩაიბარა. ტორესი ჭაბუკ მადრიდელებს 2021-22 წლების სეზონში უხელმძღვანელებს.
ტორესმა კარიერა სწორედ ატლეტიკოში დაიწყო, სადაც 2003-07 წლებში გამოდიოდა. 19 წლის ასაკში იგი გუნდის კაპიტანი გახლდათ. შემდეგ იყო ლივერპული, ჩელსი, მილანი, კვლავ ატლეტიკო და კარიერა ჩინურ სეგან ტოსუში 35 წლის ასაკში დაასრულა.
ტორესს საკმაოდ მდიდარი სანაკრებო კარიერა აქვს. ესპანეთის ეროვნულ გუნდში მან 110 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა, მოიგო ევროპის (2008; 2012) და მსოფლიო (2010) ჩემპიონატი.