ტორპედომ საქართველოს თასი მოიგო

ბათუმში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. ქუთაისის ტორპედო ლოკომოტივი 2-ს შეხვდა და 2:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მთელმა თამაშმა ქუთათურთა უპირატესობით ჩაიარა. მართალია პირველ ტაიმში გოლი ვერ გაიტანეს, თუმცა მეორე ნახევარში 2 შეაგდეს. ანგარიში 53-ე წუთზე ტორპედოს პორტუგალიელმა ლეგიონერმა მაურო კაბალიერომ გახსნა, 8 წუთში კი გიორგი ქიმაძემ შეაგდო.

მარცხის მიუხედავად ლოკომოტივი 2 ქებას იმსახურებს. ეს გუნდი მე-4 ლიგაში თამაშობს, უმეტესად ჭაბუკებით არის დაკომპლექტებული, თუმცა მიუხედავად ამისა თასის გათამაშებაში ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

რაც შეეხება ტორპედოს, ქუთაისელებმა თასი მეხუთედ მოიპოვეს. 1999, 2001, 2016, 2018 და ახლა უკვე 2022 წელს ქუთაისელები დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლნენ. ამ ტიტულით კახა ჩხეტიანის გუნდმა გაისად კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ფოტო: ქუთაისის ტორპედოს ფეისბუქ გვერდი 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *