ტორპედომ ჩხეტიანი გაუშვა – კაცი, რომელმაც ქუთაისურ გუნდს 5 ტიტული მოაგებინა

კახა ჩხეტიანი ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი აღარ არის. როგორც ქუთათურთა ფეისბუქ გვერდი იუწყება, იგი გუნდიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაანთავისუფლეს. აი რას ვკითხულობთ ტორპედოს განცხადებაში.

ქუთაისის “ტორპედოს” მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და დღეის მდგომარეობით არსებული სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თანამშრომლობა კახაბერ ჩხეტიანთან.

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის კახაბერ ჩხეტიანს და წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში.”
ჩხეტიანი ტორპედოში პირველად 2016 წელს დაინიშნა და 2019 წლის ბოლომდე იმუშავა. ამ დროის განმავლობაში მან საქართველოს ჩემპიონატი, თასი (2) და სუპერთასი (2) მოიგო. ჩხეტიანმა საკმაოდ რთულ ვითარებაში მყოფი ტორპედო ივნისში ჩაიბარა და როგორც უკვე გითხარით, მისი და ქუთათურთა გზები გაიყო.
ტორპედო ეროვნულ ლიგაში 30 ქულით მე-8 ადგილზეა, მე-7 ადგილოსან თელავს 5 ქულით ჩამორჩება და შემდეგ მატჩს შუქურასთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *