ტოტენჰემის ბენტანკურისთვის სეზონი დამთავრდა

ტოტენჰემის ნახევარმცველს, როდრიგო ბენტანკურს, ლესტერთან (1:4) ინგლისის პრემიერ ლიგის 23-ე ტურის მატჩში მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები დაუზინდა.

შედეგად, ტრავმის გამო ურუგვაელს ექვსიდან შვიდ თვემდე გაუცდება. მიმდინარე სეზონში როდრიგომ ლონდონელების შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ანტონიო კონტეს გუნდი პრემიერლიგის ცხრილში 23 ტურის შემდეგ 39 ქულით მეხუთე ადგილზეა. 25 წლის ბენტანკური ტოტენჰემში 2022 წლის იანვრიდან თამაშობს. მანამდე ის იუვენტუსში ირჯებოდა.

Spurs' Bentancur suffers season-ending ACL injury | Reuters

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *