ტოტენჰემი სპორტინგს 23 წლის მცველის, პედრო პოროს ტრანსფერის თაობაზე უთანხმდება. თავად ფეხბურთელთან ლონდონურმა კლუბმა უკვე მოილაპარაკა.
ახლა გასარკვევი გარიგების თანხაღაა. ტოტენჰემს ლისაბონელთათვის დაახლოებით 45 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. თუმცა გადახდის ვადა შეიძლება სამ ან ოთხ ნაწილად გაიყოს.
მიმდინარე სეზონში პორომ ყველა ტურნირში სპორტინგის მაისურით 25 მატჩი გამართა, ოთხი ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.