ტოტენჰემმა ფეხბურთელი იუვენტუსიდან წაიყვანა

ტოტენჰემმა იუვენტუსიდან დეიან კულუშევსკი ინათხოვრა. შვედი შემტევი ლონდონელთა მაისურით 2023 წლის ივნისამდე ითამაშებს და იუვენტუსი მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ კონტეს გუნდს 35 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვა შეეძლება.

კულუშევსკი იუვენტუსში 2020 წლის ზაფხულში პარმადან გადავიდა. შვედმა სერია ა-ს წინა გათამაშებაში 35 მატჩი კი ჩაატარა, თუმცა ძირითადად შეცვლაზე შედიოდა. 21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ტოტენჰემს, გუნდი პრემიერლიგაში 36 ქულით მე-7 ადგილზეა და უახლოეს ტურში საუთჰემპტონს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published.