ტოტენჰემში ნუნუს ერა იწყება

გადაწყდა: ნუნუ ესპირიტუ სანტუ ტოტენჰემს გაწვრთნის. 47 წლის პორტუგალიელმა მწვრთნელმა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

ნუნუ ესპირიტუ, როგორც იცით, ბოლო წლებში ვულვზში მუშაობდა და კარგი შედეგები ჰქონდა, გუნდი ზედიზედ ორჯერ გაიყვანა პრემიერლიგის მეშვიდე ადგილზე და პლუს, ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალამდე მიიყვანა.

ნუნუ ესპირიტუ რიო ავეს, ვალენსიასა და პორტუსაც წვრთნიდა.

საინტერესოა, რომ მეკარე იყო, აი, როგორც მწვრთნელი კი საპირისპირო ამბებშია – შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთი უყვარს, ვულვზს ბევრი გოლი გააქვს და ბევრსაც უშვებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *