რომასა და ფეხბურთის ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ ინტერვიუ გარდიანთან ჩაწერა. ჟურნალისტმა მას 2006 წელი გაახსენა, როდესაც მადრიდის რეალი კონტრაქტს სთავაზობდა. იტალიელმა თქვა, რომ გადაწყვეტილება გულმა უკარნახა, თუმცა წინადადება მაცდური იყო
“რა თქმა უნდა, რეალში გადასვლაზე ვფიქრობდი. იყო დღეები, როდესაც არც კი ვიცოდი როგორ მოვიქცეოდი. ბევრჯერ მითქვამს, რომაში დარჩენის საკითხზე მხოლოდ გულს მოვუსმინე. როდესაც საკითხს ასე შეხედავ, აღარ შეგიძლია კლუბი დატოვო.
ახლა, როდესაც უკან ვიყურები, გარკვეულ ეჭვს ვგრძნობ. რეალი ერთდერთი გუნდია, რომას გარდა რომ ვითამაშებდი”