ტოჩინოშინი ბაშოს ჩაეხსნა – დროებით?

 

14 ნოემბერს, იაპონიაში სტარტი კიუშუ ბაშომ აიღო. ტორიკუმში (სუმოტორების მატჩების განრიგი) ტოჩინოშინის სახელი შეტანილი იყო, თუმცა, ქართველმა ფალავანმა წელის ტრავმა მიიღო და კიუჯოზე (ბაშოდან ჩაეხსნა) გავიდა. ლევანის დაბრუნება მისსავე ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, თუმცა რამდენ დღესაც გამოტოვებს, წაგების გრაფაში იმდენი მარცხი ჩაეწერება. თუ ბაშოზე დაბრუნებას ვერ მოახერხებს, ჯურიოში (მეორე დივიზიონში) დაქვეითდება.

პირველ დღეს, ტოჩინოშინი იუტაკაიამას უნდა შერკინებოდა, თუმცა იაპონელს ფუზენი (უბრძოლველი გამარჯვება) ჩაეწერა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *