ტოჩინოშინი ბაშოს ჩაეხსნა

ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე ჰაცუ (იანვრის) ბაშოს ჩაეხსნა. მიზეზი – მხრის ტრავმაა, რომელიც კოტოშოჰოსთან (მეოთხე დღეს) ორთაბრძოლაში მიიღო.

იმედი დავიტოვოთ, რომ ტოჩინოშინი ამ ბაშოს მიმდინარეობისავე შეძლებს დოჰიოზე დაბრუნებას. თუ ვერ დაბრუნდება და აქტივს გამარჯვებები არ შემატა, სავარაუდოდ, ჯურიოში (მეორე დივიზიონში) დაქვეითდება… ლევანი მე-11 მაეგაშირაა…

4 დღის შემდეგ, ჩვენებურს 2 გამარჯვება და 2 მარცხი ჰქონდა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *