აკი (სექტემბრის) ბაშოს მეექვსე დღეს, ტოჩინოშინი იუტაკაიამას შეერკინა. ქართველს იაპონელთან ურთიერთშეხვედრებში 4-დან 4 მოგება ჰქონდა და აქაც გამარჯვებას ველოდით.
საბედნიეროდ, ლევანმა გაგვახარა, იუტაკაიამას მავაში ხელში მოიგდო და ის დოჰიოდან გაიყვანა.
ჩვენებურის ბალანსი 2 მოგება და 4 მარცხია. ხვალინდელი მეტოქე ბრაზილიელი კაისეია.