ტოჩინოშინმა გამარჯვებით დაიწყო! – ქართველი დაბრუნდა!

კიუშუ ბაშოს მეხუთე დღეს, დოჰიოზე ტოჩინოშინი გამოჩნდა! ქართველ სუმოტორს წელის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც პირველი 4 დღე გაუცდა.სუმოს სამყარო ტრავმას საპატიო მიზეზად არ თვლის და ჩვენებურს 4 წაგება ჩაეთვალა.

 

ლევანი, მისთვის პირველ დღეს, კაგაიაკის შეერკინა, რომელსაც ამ ბაშოზე 2 გამარჯვება და 2 მარცხი ჰქონდა, ურთიერთშეხვედრებში კი ქართველის უპირატესობა აშკარა იყო – 8:2.

 

საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენ სასიხარულოდ წარიმართა. ტოჩინოშინმა მავაში (ქამარი) პირველი ტაჩი-აის (შეტაკება) შემდეგ აიღო და მოწინააღმდეგე დოჰიოდან იორიკირის კიმარიტეთი გაიყვანა.

 

1 გამარჯვება და ოთხი უბრძოლველი მარცხი.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *