ტრაგედიას გადარჩენილი – ერიკსენი უგონოდ დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩის 41-ე წუთი მიმდინარეობდა, დანია ფინეთს ხვდებოდა და მატჩისას მოხდა ის, რამაც მთელი საფეხბურთო საზოგადოება შოკში ჩააგდო. დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი უგონოდ მიწაზე დაეცა. მის გონზე მოსვლას დიდი ხნის მანძილზე სამედიცინო პერსონალის წარმომდგენლები ცდილობდნენ, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ ყველა დაგვაწყნარა, ცნობილი გახდა, რომ ერიკსენი ცოცხალია. ისიც ცნობილია, რომ ინტერის ფეხბურთელი გონზეა და მალე დამატებით გამოკვლევებს გაივლის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *