ეგვიპტის ჩემპიონატის მატჩი ტრაგედიით დასრულდა… ეს რანგით მეორე ლიგაში. ალ-მაჯა ხვდებოდა ალ-ზარქას. ფრე იყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ალ-მაჯას ფეხბურთელმა მოჰამედ ესამმა გოლი გაიტანა.
ალ-მაჯას მწვრთნელმა ადჰამ ალ-სოლდჰარმა სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო. საოცარ ოვაციებში იყო და ამ დროს გულის შეტევა დაემართა – სათადარიგოთა სკამთან დაეცა.
ელ-სოლდჰარი სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა, მაგრამ მწვრთნელი საავადმყოფოში მისვლამდე, გზაში გარდაიცვალა…
ალ-მაჯამ ექვსდღიანი გლოვა გამოაცხადა.
https://www.instagram.com/tv/CXCU6BrDka3/?utm_source=ig_embed&utm_campaign=loading