ტრაგედია უნგრეთში! 18 წლის ფეხბურთელი ვარჯიშზე გარდაიცვალა

18 წლის ფეხბურთელი, ვიქტორ მარსელ ჰედეგუსი ვარჯიშის დროს, მოედანზე გარდაიცვალა.

უნგრეთის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე კლუბი “Tarr Andráshida SC” ზაფხულის შესვენების შემდეგ პირველ ვარჯიშს ატარებდა, რა დროსაც ფეხბურთელი მოულოდნელად მინდორზე დაეცა და გონება დაკარგა. 18 წლის ფეხბურთელს თანაგუნდელებმა პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწიეს და ექიმების მითითებით დეფიბრილატორიც გამოიყენეს.

სასწარფო დახამრების მოსვლის შემდეგ, მედიკოსებმა კარდიო-პულმუნარული რეანიმაცია დაიწყეს მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *