NHL-ისა და ლატვიური ჰოკეის ტრაგედია: 24 წლის მეკარე მატის კივლინიეკსი გარდაიცვალა. ის კოლუმბუს ბლუ ჯეკეტსში თამაშობდა და წინა თვეს მსოფლიოს ჩემპიონატზეც გახლდათ…
ოფიციალური მიზეზი ჯერ არ არსებობს. ლატვიური Delfi-ს ინფორმაციით, შესაძლოა, რაიმე ინციდენტი მოხდა ქუჩაში.
თუმცა ამერიკული საიტები სხვას წერენ: მატისს 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე პიროტექნიკა მოხვდა მკერდში, წაიქცა და თავი დაარტყა.
მსოფლიოზე კივლინიეკსმა სუპერ-მატჩი ჩაატარა მომავალ ჩემპიონ კანადასთან: 38 შაიბა მოიგერია!