ტრავმა, დაკარგული ქულები და… გატეხილი სახლი

მაშინ როცა მადრიდის რეალი ელჩეს ხვდებოდა, კარიმ ბენზემას თავს არასასიამოვნო ამბები ხდებოდა. მატჩის მსვლელობისას ფრანგი ფორვარდის სახლი გაძარცვეს.

როგორც სამართალდამცავებმა გაარკვიეს, მძარცველები სახლში ეზოდან შევიდნენ. ჯერ-ჯერობით უცნობია რა ღირებულების ქონება მოპარეს მძარცველებმა ფრანგ ფორვარდს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბენზემა გაძარცვეს. კარიმს ქონება 2019 წელსაც მოპარეს, მაშინ როცა რეალი ბარსელონას ხვდებოდა.

ბენზემამ მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მე-9 ნომერი ელჩესთან შეხვედრა 58-ე წუთზე კუნთის ტრავმის გამო შეცვალეს.

Leave a comment

Your email address will not be published.